თავისუფლების კუნძულ კუბაზე მიმდინარე გენიალური კუბელი მოჭადრაკის, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. მანამდე მესამე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ, ჩინელი ჰოუ იანგისა და მასპინძელთა წარმომადგენლის, ტურნირის რეიტინგ-ფავორიტის ლენიერ დომინგეს პერესის შეხვედრა. იანგმა უაღრესად მნიშვნელოვანი პარტია მოიგო და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეოთხე ტურში იანგმა ამჯერად დომინგეს პერესის თანამემამულეს ბრუგოსს მოუგო, 3.5 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - იან ნეპომნიაში (რუსეთი) 0.5-0.5
ჰოუ იანგი (ჩინეთი) - ლაზაროს ბრუგოსი (კუბა) 1-0
პაველ ელიანოვი (უკრაინა) - ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0.5-0.5
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ
- იანგი - 3.5 ქულა
- ელიანოვი - 2.5
3-4. დომინგესი, ანდრეიკინი - 2-2
5-6. ბრუგოსი, ნეპომნიაში - 1-1
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი
ნეპომნიაში - იანგი
დომინგესი - ანდრეიკინი
ბრუგოსი - ელიანოვი