ჭადრაკი

12:30 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი ერთპიროვნული აუტსაიდერია

სენსაციით დაიწყო და ასე გრძელდება ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი, რომელსაც ნორვეგიის ქალაქი სტაფანგერი მასპინძლობს. ის რაც ნორვეგიაში ხდება ჭადრაკის მოყვარულები და სპეციალისტებიც კი ძნელად გაიხსენებენ. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა აქვს და ასპარეზობის 10 მონაწილეს შორის ბოლო მე-10 ადგილი უკავია. ტოპალოვთან და კარუანასთან წაგების მერე, კარლსენმა მესამე ტურში ვერც გირის დამარცხება მოახერხა, მაგრამ წინა პარტიებისაგან განსხვავებით არ წაუგია და ყაიმი გააკეთა.

მეოთხე ტურში კარლსენის მეტოქე ანანდი იქნება, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს, სამი ტურის შემდეგ სამი ყაიმით 1.5 ქულა აქვს და მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

ტურნირზე ორხელისუფლებიანობაა. ასპარეზობას 2.5-2.5 ქულით ტოპალოვი და ნაკამურა ლიდერობენ. ამ უკანასკნელმა მესამე ტურში თეთრებით კარუანას მოუგო, ხოლო ტოპალოვმა შავებით ვაშიე-ლაგრავი დაამარცხა.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) - ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი) 0.5-0.5

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0.5-0.5

ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - ფაბიანო კარუანა (იტალია) 1-0

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) 0-1

ლევონ არონიანი (სომხეთი) - ჯონ ლუდვიგ ჰამერი (ნორვეგია) 0.5-0.5

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ

1-2. ნაკამურა, ტოპალოვი - 2.5-2.5 ქულა

  1. გირი - 2

4-6. ანანდი, ვაშიე-ლაგრავი, კარუანა - 1.5-1.5

7-9. გრიშუკი, ჰამერი, არონიანი - 1-1

  1. კარლსენი - 0.5

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი

გრიშუკი - ჰამერი

ტოპალოვი - არონიანი

კარუანა - ვაშიე-ლაგრავი

გირი - ნაკამურა

ანანდი - კარლსენი

0.115942