ჩოგბურთი

23:54 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალშია

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ტაივანელი ჩინ-ვეი ჩანის წყვილმა ბრიტანულ ლაიკლიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

კალაშნიკოვამ და ჩანმა “უაილდ ქარდით” მოთამაშე გერმანელები – ანიკა ბეკი და ანა-ლენა ფრიედსამი 7:6 (7:3), 7:5 დაამარცხეს, მე-2 რაუნდში კი მე-3 განთესვის მქონე ვეტერან იაპონელ კიმიკო დატე-კრუმს და ლუქსემბურგელ მენდი მინელას ეთამაშებიან.

0.115842