ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ანტონიო კასანო შესაძლოა გენუის "სამპდორიას" წევრი გახდეს. ამის შესახებ sportmediaset-ი იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, 32 წლის ფორვარდის გენუაში დაბრუნება გადაწყვეტილია და ყველაფერი მას შემდეგ გახდება ოფიციალური, რაც "სამპას" კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო დატოვებს.
32 წლის კასანო იანვრის თვიდან მოყოლებული უგუნდოდ იმყოფება, როცა ფინანსურ კრიზისში მყოფი "პარმა" დატოვა. კასანო "სამპდორიაში" 2007-2011 წლებში თამაშობდა და 96 მატჩში 35 გოლი გაიტანა.