ფეხბურთი

20:40 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამუელი ფეხბურთს ვერ ელევა

შვეიცარიული "ბაზელის" არგენტინელი მცველი ვალტერ სამუელი მომავალ სეზონსაც "სენტ იაკობს პარკზე" გაატრებს. ამის შესახებ შვეიცარიული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. სამუელის ახალი კონტრაქტი ერთწლიანია და მას ყავლი 2016 წლის 30 ივნისს გაუვა.

37 წლის მცველი "ბაზელში" ერთი წლის წინ გადავიდა და გუნდის მაისურით 16 მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო. სამუელს თავის დროზე "ბოკა ხუნიორსში", "რომაში", მადრიდის "რეალსა" და მილანის "ინტერში" უთამაშია.

0.122769