როგორც Bild იუწყება, დორტმუნდის “ბორუსიას” მეკარე რომან ვაიდენფელერი შესაძლოა კლუბიდან წავიდეს. გავრცელებული ინფორმაციით 34 წლის მეკარის დამატების სურვილი “ტოტენჰემს”, ”ვალენსიასა” და “შტუტგარტს” აქვთ.
“ბორუსიას” ხელმძღვანელებმა “ფრაიბურგიდან” რომან ბურკი შეიძინეს, რომელიც ვაიდენფელერის შემცვლელად მოიაზრება.
ვაიდენფელერი “ბორუსიას” შემადგენლობაში 2002 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად 2010-11 და 2011-12 წლებში გერმანიის ჩემპიონი გახდა, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.