ელგუჯა გრიგალაშვილი კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონის “პაფოსში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალ kerkida.net-ი იუწყება.
განვლილ სეზონში, 25 წლის ნახევარმცველმა “ოთელოსის” რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. “ოთელოსის” პირველი დივიზიონიდან გავარდნის შემდეგ გუნდი დატოვა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს პირველ დივიზიონში აღზევებულ “პაფოსში” მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე ითამაშებენ, რომლებმაც წინა სეზონი “ოთელოსში” გაატარეს.