სხვა

14:53 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი მარცხი მეოთხედფინალში

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე უკრაინასთან მეოთხედფინალური მატჩი დასანან ბრძოლაში (4:5) წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ქრისტინე ესებუამ, ხათუნა ნარიმანიძემ და იულია ლობჟანიძემ მეტოქეებს პირველი სეტი მოუგეს და მე-4 სეტამდე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა, ბოლო სეტი დათმეს.

შემდეგ დამატებით გასროლა ანუ ე.წ. შუთ-ოფიც ფრედ – 27:27 დასრულდა, ამდენად, ყველა სეტის ჯამური შედეგები დაითვალა, აქ კი, უკრაინამ 214:212 (სეტების ანგარიში 56:53, 53:53, 54:54, 49:54, 27:27 გახლდათ) გვაჯობა.

მოგვიანებით, უკრაინელებმა ბელარუსთან ნახევარფინალი 3:5 წააგეს, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი რუსეთს 5:4 მოუგეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ჩემპიონები იტალიელები გახდნენ, რომელთაც ბელარუსს 5:3 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ქართველი მშვილდოსნები უკვე ინდივიდუალურ პლეი-ოფში ჩაებმებიან. 1/32-ფინალში ესებუა თურქ უნსალს დაპირისპირდება, ნარიმანიძე – აზერბაიჯანელ რამაზანოვას, ხოლო ლობჟანიძე – დანიელ როსენვინეს. უკვე 20 ივნისს, ვაჟთა 1/32-ფინალში სლოვენიელ ბალაჟთან მოსინჯავს ძალებს ლაშა ფხაკაძე.

0.134788