თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ თინათინ ყავლაშვილი და ანა შანიძე დადგებიან.
გასულ წრეში ყავლაშვილმა პირველ ნომრად განთესილ მარიამ ბოლქვაძეს 6:1, 6:1 სძლია, ხოლო შანიძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ალინა კისლიცკაიას 6:2, 6:4 მოუგო.
ტურნირს გამოეთიშა მე-8 რეიტინგის მქონე თამარ ჭალაგანიძე, რომელიც კვალიფიკაციიდან გამოსულ უკრაინელ კატარინა ზავატსკასთან 1:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთაა ტურნირის მეოთხედფინალში ყავლაშვილმა და ბოლქვაძემ მე-3 განთესვის მქონე რუსულ დუეტს (ალეშიჩევა-ზაბიროვა) 4:6, 7:6 (7:4), 10:6 სძლიეს და ნახევარფინალში მოლდოველ ჰელბეტს და ჰოლანდიელ ვან დე გრააფს (მე-2 განთესვა) დაუპირისპირდებიან.