როგორც Sport Mediaset იუწყება, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი 22 წლის მაურო იკარდით დაინტერესდა.
იკარდის თაობაზე ბენიტესსა და ფლორენტინო პერესს შორის საუბარი შედგა. 55 წლის სპეციალისტის აზრით, არგენტინელი მოთამაშე “რეალის” შეტევით პოტენციალს გააძლიერებს.
მაურო იკარდი ახალგაზრდულ ასაკში “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიაში თამაშობდა. მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში “სამპდორიას” შემადგენლობაში შედგა, 2013 წლიდან კი მილანის “ინტერის” ფეხბურთელია.