ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ბელარუსის დედალაქ მინსკში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში გააღწია, იქ კი, წარმატებას ვერ მიაღწია.
პირველ წრეში ქვაცაბაია მე-4 ნომრად განთესილ ხორვატ ანა ვრლიჩს დაუპირისპირდა და 2:6, 6:1, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში ქვაცაბაიამ და უკრაინელმა სოფია კოვალეცმა ბელარუსებთან – გრიბთან და შიტკოვსკაიასთან 2:6, 4:6 წააგეს.