ფეხბურთი

21:58 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” ხუანმი დაიმატა



ანდალუსიური “მალაგას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ხუანმი “საუთჰემპტონში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და “წმინდანებთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება.

ხუანმი “მალაგას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. ის 2013 წელს სანტანდერის “რასინგში” გახლდათ განათხოვრებული, ხოლო დანარჩენი დრო “მედუზების” ღირსებას იცავდა და 99 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა.

მან განვლილ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახალგაზრდა მოთამაშეს 31 მარტს ესპანეთის ნაკრების რიგებში ჰქონდა დებიუტი.

0.126244