ნბა-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” “კლივლენდს” 105:97 მოუგო და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა. აღნიშნულ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოეხმაურა.
“ოქროს შტატელების” დიდებული გამარჯვება. სტეფ კარიმ და მთლიანად გოლდენ სტეიტმა დიდებული სეზონი ჩაატარეს. ასევე აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსის საოცარი თამაში და მთლიანად “კლივლენდის” ძალისხმევა”, – ბარაკ ობამა თავის “ტვიტერის” გვერდზე განაცხადა.
“გოლდენ სტეიტმა” კლუბის ისტორიაში ნბა-ს ტიტული მეოთხეჯერ მოიპოვა (1947, 1956, 1975, 2015).