ჭიდაობა

20:50 | 17.06.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაო და ერთი დაკარგული მედალი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველი თამაშები ორი მედლით გახსნა. დღეს ბაქოს ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილ გუნდს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა და ორმა მათგანმა პოდიუმზე ასვლაც შეძლო, თუმცა უმაღლეს საფეხურს ვერც ერთი შეწვდა.

მიზანთან ყველაზე ახლოს 97 კილოგრამში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე იყო, რომელმაც დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. ქართველი მოჭიდავე შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, ლიტველ მინდაუგას რუმბუტისთან შეხვედრით და მეტოქეს საქმე მეორე პერიოდის დაწყებიდან 24 წამში მოუმთავრა (8:2 5:1). სლოვაკ იოზეფ ჯალოვიარს საწყის სამწუთეულში 6:2 აჯობა და მცირე შესვენების შემდეგ უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა (6:2 0:0). ნახევარფინალში კი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტთან და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონთან, უკრაინელ ვალერი ანდრიიცევთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადაიტანა. პირველი პერიოდი ანდრიიცევმა ჩვენებურის გაფრთხილების ხარჯზე მოპოვებული ქულებით 2:0 მოიგო. ოდიკაძემ ანგარიში მე-5 წუთის მიწურულს 2-ქულიანი ილეთით გაათანაბრა და მაღალქულიანი შეფასების ხარჯზე ფრით დაწინაურდა, მაგრამ მსაჯმა უმალ გააფრთხილა და უკრაინელი ერთი ქულით ისევ წინ გაიყვანა. თითქოს ამ გადაწყვეტილებით ფინალის საგზურის ბედიც გადაწყვიტა, მაგრამ ელიზბარ ოდიკაძემ ბოლო ძალით შეუტია და შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე მოწინააღმდეგე ჩოქბჯენში გადაიყვანა – 4:3.

ფინალში საქართველოს ნაკრების წევრს ანდრიიცევზე კიდევ უფრო უხვტიტულა მეტოქესთან – აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერ ხეთაგ გაზიუმოვთან მოუხდა დაპირისპირება. ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა მორიგი ტიტული მეორე პერიოდში შესრულებული 2-ქულიანი ილეთის წყალობით მოიპოვა – 1:0 2:1 გაზიუმოვის სასარგებლოდ.

ოდიკაძის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპულ თამაშებზე მეორე მედალი აღმოჩნდა. მედლების ანგარიში კი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯუმბერ ყველაშვილმა გახსნა, ბრინჯაოთი.

ძირითად ბადეში გამოსვლა ყველაშვილმა მეთექვსმეტედფინალით დაიწყო, სადაც უკრაინის ნაკრების წევრ რუსტამ დუდაევს სუფთად მოუგო. გერმანელ გეორგ ჰარტსაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გასცდა (3:2 4:0). პირველი მძიმე ბრძოლა კი მეოთხედფინალში გადახდა, პოლონელ კრისტიან ბრზოზოვსკისთან. ამ შეხვედრის საწყისი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ მეტოქის გაფრთხილებით მიღებული ერთადერთი ქულის წყალობით, მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე სამწუთეულში კი ორივე მოჭიდავემ 2-2 ქულა აიღო.

ერთი გამარჯვებაც და ყველაშვილს მედალი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრ ანიუარ გედუევთან ვერაფერს გახდა. მე-2 წუთის მიწურულს, მაშინ როდესაც გედუევი 8-ქულიანი უპირატესობით (8:0) იგებდა, ჩვენებურმა უხერხულად დავარდნის გამო ბრძოლა ვადაზე ადრე შეწყვიტა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. იქ კი მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორს, ბელარუსის ნაკრების წევრ ალი შაბანაუს თანაბარ ბრძოლაში აჯობა (6:3 0:2) და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დღის მთავარი იმედგაცრუება კი საქართველოს ნაკრების ლიდერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57 კგ) უმედლოდ დარჩენა იყო. მინდორაშვილის გუნდის უმსუბუქესმა წევრმა, რომელიც აზერბაიჯანში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, ნახევარფინალამდე ლამის უნაკლოდ იჭიდავა. შეჯიბრება რუმინელი ანდრეი დუდკოვის (1:0 2:0) ძლევით გახსნა. ალბანელ ისლამ ისლამაჟის წუთსა და 40 წამში აუგროვა 10 ქულა (10:0).

ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში კი მოხდა ინციდენტი, რომლის გამოც ხინჩეგაშვილიც და მისი მეტოქე – ბელარუსი ულადისლაუ ანდრეიუც მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მეორე პერიოდის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ბელარუსი 2:1 იგებდა, ჭიდაობა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც მსაჯებმა ორივე ნახევარფინალისტი მოხსნეს. ნახევარფინალში კი ხინჩეგაშვილისა და ანდრეიუსგან წინა ეტაპზე ძლეული მოჭიდავეები გაუშვეს. საბოლოოდ, ფინალში გავიდა გერმანელი მარსელ ევალდი, რომელსაც მეოთხედფინალში 0:12 ჰქონდა წაგებული.

საქართველოს ნაკრების სახელით ევროპულ თამაშებში ნაკრების დებიუტანტი ავთანდილ კენჭაძეც (65 კგ) ჩაერთო, მაგრამ წარუმატებლად. პირველსავე წრეში დასანანი მარცხი იწვნია იტალიის ნაკრების წევრ ფრანკ ჩამიზო მარკესისგან (1:0 3:4). მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალამდე მივიდა, კენჭაძეს ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მაგრამ იქაც თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა თურქ მუსტაფა კაიასთან (6:4 7:10) და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ხვალ ევროთამაშების ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავლენ.

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის თამაშები

ბაქო

17 ივნისი

57 კგ

1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)

2 მარსელ ევალდი (გერმანია)

3 ალექსანდრუ ჩირტოაკა (მოლდოვა)

3 სეზარ აკგული (თურქეთი)

65 კგ

1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)

2 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

3 მუსტაფა კაია (თურქეთი)

3 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

74 კგ

1 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

2 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

97 კგ

1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

2 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)

3 აბდუსალიმ გადისოვი (რუსეთი)


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:16 | 19.10.2014
zidane7771212 (3)

))))))))))))))))))

23:00 | 19.10.2014
levani82 (41682)

ადმინ რეგლამენტში ერთს წერთ და ცხრილში სულ სხვა რამეს აჩვენებთ

22:37 | 19.10.2014
shotai-olimpi (2773)

რღა დროს თოდუა და აბრამიძეა კარგი რა !!! 40 წელს ზევით ხომ არის ორივე?

23:38 | 19.10.2014
mushni (93569)

თოდუა 40 ხდება იანვარში..აბრამა 35 ის მარტში

21:53 | 19.10.2014
arturi-baierni (24493)

კაი რა მიხიჩ კაი რა ერთი და იგივეს როგორ ქარავ მოგებულ თამაშებს ანიავებ

21:32 | 19.10.2014
mushni (93569)

ეჰ რა 3ქულა დავკარგეთ

21:28 | 19.10.2014
mushni (93569)

დინამოს მოვუგებთ

21:26 | 19.10.2014
mushni (93569)

კვერნა მაგარია

21:25 | 19.10.2014
bibojuve (399)

Torpedos unda moego es tamashiii dacvam toxla susti dacva gvyavs todua da abramidze adre kargebi iyvnen exla ki 40 clamde arian da dzaan moukles ....ise ki romara is shecdomebiii rac dacvam daushva torpedo 2 kulit meti eqneboda exla gunds ori normaluri mcveli chirdeba da ertiiii naxevarcveliii gigauriiii ar unda casuliyooo aseve kuxianidzec exla kii orive dakargulia

21:26 | 19.10.2014
mushni (93569)

მასეა ბრატ

20:53 | 19.10.2014
levani82 (41682)

ცხრილი მაგარი არეულია

21:19 | 19.10.2014
mushni (93569)

ლოკო გადმოდის ლეო

20:32 | 19.10.2014
Torres9 (12692)

გურია საღოლ კარგად ვითამაშეთ დღეს,მაგრად ვაჯობეთ ტორპედოს

20:49 | 19.10.2014
Givi Cekvashvili (1931)

რით აჯობა თანაბარი თამაშიც არიყო გაუმართლა გურიას, ტორპედომ კი მეორედ 2-0 ზე თითქმის მოგებული თამაში გაუშვა ხელიდან

21:15 | 19.10.2014
Torres9 (12692)

თამაშით აჯობა თამაშით,ბურთი სულ ჩვენ გვქონდა,2ჯერ დაარტყა ტორპედომ კარში,2ივე კონტრშეტევაზე...მასე გამოვიდა რო გურიას გაუმართლა 2-2 დან შემოატრიალა თამაში...თამაში ქუთაიში იყო თუ ლანჩხუთში ვერ გაიგებდი...ძაან სუსტი ყოფილა ტორპედო მაგათი თამაში 2 წელია არ მინახია

00:19 | 20.10.2014
Givi Cekvashvili (1931)

როგორ ჯობდა ძმაო თუუყურე ბურთის ფლობითაც ვერჯობდა ერთი მომენტი ქონდათ პირველ ტაიმში და მეორეტაიმში გოლამდე ერთხელ დაარტყეს შორიდან და მეკარემდე ძლივს მივიდა ბურთი სიმართლე ისაა რომ აჩუქეს მცველებმა ქულა გურიას

21:18 | 19.10.2014
mushni (93569)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:18 | 19.10.2014
mushni (93569)

ადმინ დავაი რა

0.071423