ფეხბურთი

18:56 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტის” სტერლინგის ტრანსფერი ჩაეშალა

როგორც Liverpool Echo იუწყება, “მანჩესტერ სიტიმ” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერთან დაკავშირებით “ლივერპულს” მიმართა. მანჩესტერული კლუბი მზად იყო 20 წლის ფეხბურთელის შესაძენად 40 მილიონი სტერლინგი გადაეხადა, თუმცა მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელები 10 მილიონით მეტს ითხოვდნენ. ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა.

რაჰიმ სტერლინგი ქპრ-ს საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2010 წლიდან კი”ლივერპულის” წევრია. 2012 წლიდან “ლივერპულის” ძირითად გუნდში თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

მას უთამაშია ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში. ასაკის მიუხედავად ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.

0.114048