ფეხბურთი

16:17 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

საპონარას შეძენა "ლაციოსაც" მოუნდა

იტალიური "ემპოლის" ნახევარმცველი რიკარდო საპონარა შესაძლოა, ახალი სეზონიდან რომის "ლაციოს" ფეხბურთელი გახდეს. გამოცემა il tempo-ს ინფორმაციით, 23 წლის შემტევი რომაული გუნდის სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ნომრად წერია.

საპონარას მიმართ ინტერესს "ლაციალეს" გარდა, "ნაპოლი", "იუვენტუსი" და თანქალაქელი "რომაც" იჩენს.

საპონარამ გასული სეზონის პირველი ნახევარი "მილანში გაატარა, თუმცა "როსონერის" რიგებში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ზამთარში კი მშობლიურ "ემპოლის" დაუბრუნდა, რომლის რიგებშიც 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.115142