ფეხბურთი

16:07 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიაერი "ფენერბახჩეში" ითამაშებს

თურქეთის სუპერლიგის ბინადარი სტამბულის "ფენერბახჩე" ძლიერდება. "ფენერმა" ფრანგული "ლილის" დანიელი მცველი სიმონ კიაერი შეიძინა. ამის შესახებ სტამბულური გუნდის ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება.

26 წლის მცველმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე იგი გერმანული "ვოლფსბურგის", იტალიური "პალერმოსა" და "რომას" ღირსებას იცავდა. დანიის ნაკრებში კიაერს 50-ჯერ უთამაშია და მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127622