ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით ჩემპიონის ტიტულს მარიამ გოტიაშვილი დაეპატრონა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
2. მარიამ გვათუა - 6,5 ქულა
3. მარიამ გაბელაია - 6,5 ქულა
4. მარიამ აბაკელი - 6,5 ქულა
ამავე ასაკის ბიჭებს შორის 9-დან 8 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ლადო მაღლაკელიძემ. 7,5 ქულით მეორე ადგილზე გიორგი სანიკიძე გავიდა.
6,5 ქულით III – V ადგილებზე განლაგდნენ:
3.მიხეილ ხანთაძე
4.ალექსანდრე ყორღანაშვილი
5.დავით გოცირიძე
საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატზე I-II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ( 24.10-05.11; ჰალკიდიკი, საბერძნეთი) და ევროპის ჩემპიონატის (20.09-01.10; პორესი, ხორვატია) შესაბამისი საგზურები მოიპოვეს. ოღონდ, საგზურის არჩევის უფლება ჩემპიონის პრეროგატივაა.
gcf.org.ge