დამაჯერებლად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 12-წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის ნიკოლოზ კაჭარავამ!
გამარჯვებულის აქტივში 9-დან 7,5 ქულა და მეოთხედ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს ნიკა კევლიშვილი. 6,5-6,5 ქულით III-IV ადგილები გააინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3. ლაზარე ლომსაძე
4. დავით ცქიფურიშვილი
გოგონათა შორის შესანიშნავი შედეგით ასევე, მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი თამარ ესაძე! ქუთაისელი მოჭადრაკე დაუნდობლად გაუსწორდა მეტოქეებს და მხოლოდ ერთი პარტია დაასრულა ფრედ.
გამარჯვებულს 1,5 ქულით ჩამორჩა ეკეტერინე ფიფია. 6,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე ნია დონღვანი გავიდა.
საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატზე I-II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ( 24.10-05.11; ჰალკიდიკი, საბერძნეთი) და ევროპის ჩემპიონატის (20.09-01.10; პორესი, ხორვატია) შესაბამისი საგზურები მოიპოვეს. ოღონდ, საგზურის არჩევის უფლება ჩემპიონის პრეროგატივაა.
gcf.org.ge