ფეხბურთი

12:04 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ყაზახეთში გაემგზავრნენ

გუშინ, ასტანაში გაემგზავრა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი (1999 წელს დაბადებულები). გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილი ფეხბურთელები ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში - „პრეზიდენტის თასი“ - მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების მწვრთნელებმა ყაზახეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანეს:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გოგა ლურსმანაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“ თბილისი), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ტურნირი 21-27 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მას, ტრადიციულად, „ასტანა არენა“ უმასპინძლებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ასპარეზობას B ჯგუფში დაიწყებს:

A ჯგუფი - ყაზახეთი, ესპანეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი

B ჯგუფი - რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, საქართველო

გუნდები ასპარეზობას 22 ივნისიდან შეუდგებიან. საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი, კი ასეთია:

22 ივნისი

14:00 - რუსეთი vs საქართველო

23 ივნისი

12:00 - ბელორუსი vs საქართველო

25 ივნისი

12:00 - საქართველო vs აზერბაიჯანი

26 ივნისს კი, უკვე ფინალური მატჩები გაიმართება. ტურნირზე, ტრადიციულად გამოვლინდებიან საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.

0.112181