ფეხბურთი

1:07 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰუფნაგელი "ფრაიბურგის" ფეხბურთელია

როგორც "ფრაიბურგის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება კლუბმა რამდენიმე ახალი სახე გაიფორმა. მათ შორისაა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი. ამ ეტაპზე უცნობია ხელშეკრულების ხანგრძლივობა.

"ლუკას ჰუფნაგელი ძლიერი მოთამაშეა, რაც "უნტერჰაჰინგში" თამაშისას დაამტკიცა. მას შეუძლია შეტევების ჩაშლა, ასევე კარგად გამოსდის შემტევ ნახევარმცველად თამაში" - აღნიშნა "ფრაიბურგის" სპორტულმა დირექტორმა.

მიუნხენის "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ბოლო წლებში გერმანიის მესამე ლიგის კლუბ "უნტერჰაჰინგში" თამაშობდა. გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ლუკა 2011-12 წლებში "ინგოლშტადის" წევრი იყო, 2012 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი "უნტერჰაჰინგისთვის" თამაშობდა.

"ფრაიბურგმა" ბუნდესლიგის გასული სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულდა და მხოლოდ "პადერბონს" აჯობა. ამიტომაც კლუბი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, თუმცა თავად ჰუფნაგელისთის მეორე ბუნდესლიგაში თამაში წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ.

ამჟამად "ფრაიბურის" მთავარი მწვრთნელი 50 წლის კრისტიან შტრაიხია.

შეგახსენებთ "ფრაიბურგის" შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ალექსანდრე იაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან კობიაშვილი, დავით თარგამაძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი და ზაზა ზამთარაძე თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125403