ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია.
სოფო კვალიფიკაციაში პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი უკრაინელ კატია მალიკოვას (6:4, 6:1) და ბელარუს ნიკა შიტკოვსკაიას (3:6, 6:3, 6:3) სძლია.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი მე-4 ნომრად განთესილ ხორვატ ანა ვრლიჩს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში ქვაცაბაია და უკრაინელი სოფია კოვალეცი ბელარუსის წარმომადგენელ დუეტთან (გრიბი-შიტკოვსკაია) 2:6, 4:6 წააგეს.
ბრიტანულ ლაიკლიში რჩება ოქსანა კალაშნიკოვა. 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ქართველი ჩოგბურთელი ტაივანელ ჩანთან არის შეამხანაგებული და გერმანელ ჩოგბურთელებს – ბეკს და ფრიედსამს ეთამაშება.