ფეხბურთი

0:21 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების დამაჯერებელი გამარჯვება

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში 5:2 დაამარცხა პოლონელი თანატოლები. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთაგან დუბლი შეასრულა გუნდის კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა, ხოლო გიორგი კიკნაძის ანგარიშზე სამი გოლია.

აღსანიშნავია, რომ პოლონელმა მოთამაშეებმა პირველი მატჩის მსგავსად მეორე მატჩშიც ორი გოლი გაიტანეს. ამჯერადაც დუბლი "იაგიელონიას" ფეხბურთელმა კაროლ სვიდერსკიმ შეასრულა.

ვასილ მაისურაძემ ამ ფორმაციის 19-წლამდე გუნდი პირველად შეკრიბა. შეკრების ფარგლებში ქართველი მოთამაშეები პირველ მატჩში პოლონელებთან 0:2 დამარცხდნენ, თუმცა მეორე მატჩში მოახერხეს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება.

რაც შეეხება პოლონელთა გუნდს, მათ შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერი იყო. კერძოდ სზიმონ ვალცაკი "კიოლნის" ასაკობრივი გუნდის წევრია, მიშალ ბორეცკი კი რომის "ლაციოს" სარეზერვო გუნდში გამოდის, ხოლო დუბლის შემსრულებელი კაროლ სვიდერსკი კარგა ხანია რაც "იაგიელონიას" ძირითად გუნდში თამაშობს და პოლონური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

საინტერესოა, რომ პოლონელთა მთავარ მწვრთნელ პაველ იანასს ფეხბურთელობისას თბილისში უთამაშია. 1982 წელს თბილისის "დინამომ" რამაზ შენგელიას გოლით 1:0 დაამარცხა ვარშავის "ლეგია", რომლის შემადგენლობაში იანასმა სრულად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116633