თავისუფლების კუნძულ კუბის დედაქალაქი ჰავანა ამ ქვეყნის წარმომადგენლის, გენიალური მოჭადრაკის მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ხოსე რაულ კაპაბლანკა-ი-გრაუპერას (1888-1942) სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს 6 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთაგან 5 ტოპ-700-თა კლუბის წევრია. ასპარეზობა ორ წრედ 10 ტურად ჩატარდება.
ტურნირის მონაწილეები არიან ლენირ დომინგეს პერესი (კუბა, 2746), იან ნეპომნეაშჩი (რუსეთი, 2720), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2718), პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2718), ჰუ იანგი (ჩინეთი, 2715), ლაზაროს ბრუგოს ბატისტა (კუბა, 2677).
პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
იანგი – ანდრეიკინი 1:0
ელიანოვი – ნეპომნეაშჩი 1:0
დომინგესი – ბატისტა 0,5-0,5
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი
ანდრეიკინი – ბატისტა
ნეპომნიაშჩი – დომინგესი
იანგი - ელიანოვი