გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის "ბაიერნმა" "შტუტგარტიდან" 26 წლის მეკარე სვენ ულრიხი დაიმატა. ინფორმაციას "რეკორდმაისტერის" ვებგვერდი ადასტურებს. ულრიხი მიუნხენურ გიგანტში მანუელ ნოიერის დუბლიორი იქნება. გასულ სეზონში ამ ფუნქციას ესპანელი პეპე რეინა ასრულებდა, რომელიც დიდი ალბათობით იტალიის "ნაპოლიში" დაბრუნდება.
სვენ ულრიხს "შტუტგარტის" გარდა სხვაგან არსად უთამაშია. გასულ სეზონში "შვაბების" ღირსება გერმანიის ბუნდესლიგაში 28 მატჩში დაიცვა.