ფეხბურთი

18:14 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" შალიკაშვილი დაიმატა

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" მორიგი ფეხბურთელი დაიმატა. ქუთაისელთა რიგებში მომავალ სეზონს "სამტრედიას" 24 წლის მცველი თორნიკე შალიკაშვილი გაატარებს.

შალიკაშვილმა გასულ სეზონში იმერელთა რიგებში უმაღლეს ლიგაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ტორპედო" კი ახალი სეზონისთვის გაძლიერება აგრძელებს. შალიკაშვილი გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულია დავით ოდიკაძის, გიორგი კუხიანიძის, დათა სიჭინავას, ლაშა შინდაგორიძის, გიორგი სომხიშვილისა და გულვერდ თომაშვილის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091641