“ალაფის” გამარჯვებული საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გაისად 12-გუნდა ელიტაში იტალიის, ან სამოას ნაცვლად ითამაშებს.
იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასის დასრულებამდე ექვსი, გადამწყვეტი თამაშები დარჩა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საფრანგეთმა იბგლისი 30:18 დაამარცხა და “ა” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ტურნირის ორგზის ჩემპიონი ინგლისი თასის ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსანის სტატუსით გავიდა. ამავე ჯგუფის დასკვნით ტურში უელსმა იაპონია 66:3 გაანადგურა.
“ბ” ჯგუფის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკამ ავსტრალია 46:13 გაანადგურა, სამოასა და იტალიას შორის კი დაძაბული ბრძოლა გაიმართა. კუნძულელებმა ტაიმი 20:12 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში მასპინძლები 24:20 დაწინაურდნენ. სამოამ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 71-ე წუთზე ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. დარჩენილ 10 წუთში იტალია ბევრს ეცადა, მაგრამ გამარჯვების ლელო ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, სამოა ის ერთი უარესი მესამეადგილოსანი აღმოჩნდა, რომელსაც ბოლოადგილოსნებთან (მათ შორის იტალიასთან) ერთად უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწია ბრძოლის გაგრძელება.
მესამე ჯგუფში ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. როგორც ჩანს, არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მეორე ტურში გამართული დიდი ბრძოლის შემდეგ, ძალის აღდგენა ვერ მოახერხა და შოტლანდიასთან 6:29 დამარცხდა. ფავორიტმა ზელანდიამ წინა შეცდომები გაითვალისწინა, ირლანდიას 25:3 აჯობა და თასის ნახევარფინალში გავიდა.
მე-9 ადგილის ნახევარფინალში არგენტინამ იტალიას შანსი არ დაუტოვა და 46:5 დაამარცხა, ხოლო ერთი შეხედვით აუტსაიდერმა, ელიტის დებიუტანტმა იაპონიამ სამოას 29:12 აჯობა. ამრიგად, არგენტინამ და იაპონიამ გაისად ელიტაში თამაში გაინაღდეს, ხოლო სამოა და იტალია ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მნიშვნელოვან ჯახში შეხვდებიან და გამარჯვებული ელიტაში დარჩება, ხოლო დამარცხებულის ადგილს გაისად საქართველო დაიკავებს.
მეხუთე ადგილის ნახევარფინალში შოტლანდია ავსტრალიას პირველ ტაიმში თამაშის ჯობდა და 7:5 დაწინაურდა, მაგრამ მერე ავსტრალია 31:7 დაწინაურდა. დასკვნით 10 წუთში შოტლანდიამ კიდევ ორი ლელო გაიტანა და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მიზნად მხოლოდ მე-7 ადგილი დარჩა. მეორე მატჩის პირველი ტაიმი უელსის იყო და ის ირლანდიასთან 22:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ინიციატივა კელტების ხელში გადავიდა და ორი ლელოც გაქვითა, მაგრამ მეტისთვის ძალა აღარ ეყო და აქაც 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 22:12 უელსის სასარგებლოდ.
თასის ნახევარფინალში, ახალი ზელანდიის ჯარიმას საფრანგეთმა მე-10 წუთზე მძლავრი მოლით და ლელო-გარდასახვით უპასუხა, მერე “ოლ ბლექსი” ამოქმედდა და სწრაფი იერიშებით შესვენებამდე 4, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ორი ლელო გაიტანა და 45:7 იმარჯვა. ინგლისმა და სამხრეთ აფრიკამ საწყის 20 წუთში ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ აფრიკელები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით და ევროპელებმამეტობით ისარგებლეს - 18:6 ტაიმის შემდეგ. მეორე ტაიმში ინგლისმაჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (28:6) და დასკვნით 5 წუთში ორი ლელო (გარდასახვებით) ისე გაუშვა, ფინალში გასვლის საზეიმო განწყობა წამითაც არ განელებია.
ამრიგად, ინგლისის ზედიზედ მესამედ ითამაშებს ფინალში, ხოლო ახალი ზელანდია, რომელიც ტიტულს 2008-იდან 2011 წლამდე ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა, ოთხი წლის წინანდელი ფინალის გამეორებაში მაშინდელი შედეგის ჩვენებას და ტიტულის მეხუთე მოპოვებას ეცდება.
მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეებს შორის. იტალიაში
ა ჯგუფი
2 ივნისი
ინგლისი - იაპონია 59:7
საფრანგეთი - უელსი 19:10
6 ივნისი
საფრანგეთი - იაპონია 47:7
ინგლისი - უელსი 30:16
10 ივნისი
ინგლისი - საფრანგეთი 18:30
უელსი - იაპონია 66:3
თ | მ | დ | წ | +/- | ქ | |
საფრანგეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 96-35 | 13 |
ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 107-53 | 10 |
უელსი | 3 | 1 | 0 | 2 | 92-52 | 5 |
იაპონია | 3 | 0 | 0 | 3 | 17:172 | 0 |
ბ ჯგუფი
2 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - იტალია 33:5
ავსტრალია - სამოა 34:22
6 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - სამოა 40:8
ავსტრალია - იტალია 31:15
10 ივნისი
სამოა - იტალია 30:24
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 46:13
თ | მ | დ | წ | +/- | ქ | |
სამხრეთ აფრიკა | 3 | 3 | 0 | 0 | 119-26 | 15 |
ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 78-83 | 10 |
სამოა | 3 | 1 | 0 | 2 | 60-98 | 4 |
იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 44-94 | 2 |
გ ჯგუფი
2 ივნისი
ახალი ზელანდია - შოტლანდია 68:10
ირლანდია - არგენტინა 18:16
6 ივნისი
ირლანდია - შოტლანდია 24:20
ახალი ზელანდია - არგენტინა 32:29
10 ივნისი
არგენტინა - შოტლანდია 6:29
ახალი ზელანდია - ირლანდია 25:3
თ | მ | დ | წ | +/- | ქ | |
ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 125-42 | 14 |
ირლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 45-61 | 8 |
შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 59-98 | 5 |
არგენტინა | 3 | 0 | 0 | 3 | 51-79 | 2 |
15 ივნისი
IX ადგილის ნახევარფინალები
არგენტინა - იტალია 46:5
სამოა - იაპონია 12:29
V ადგილის ნახევარფინალები
ავსტრალია - შოტლანდია 31:21
ირლანდია - უელსი 12:22
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 45:7
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 20:28
20 ივნისი
XI ადგილი
იტალია - სამოა
IX ადგილი
არგენტინა - იაპონია
VII ადგილი
ირლანდია - შოტლანდია
V ადგილი
უელსი - ავსტრალია
III ადგილი
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა
ფინალი
ახალი ზელანდია - ინგლისი