ლონდონის “ჩელსი”, კოლუმბიელი ფორვარდის რადამელ ფალკაოს იჯარაში, “მონაკოს” 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
ფრანგული გამოცემა Lequipe-ს ინფორმაციით, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ლონდონელები ფალკაოს 50 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევი ლონდონში პირადად იყო და “ჩელსის” მესვეურები დაარწმუნა, რომ ხელშეკრულებაში მოთამაშის გამოსყიდვის პირობა ჩაედოთ. Lequipe ირწმუნება, რომ მხარეები გარიგების დეტალებს 18 ივნისს გაახმაურებენ.
გასული სეზონი ფალკაომ იჯარით ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა.