დასრულდა საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონატი და სხვადასხვა ფრანგულმა გამოცემებმა საუკეთესოების შერჩევა დაიწყეს.
http://www.rugby-transferts.com/top-14/0030038-top-14-pilier-gauche-qui-ete-le-meilleur.html - მა საუკეთესოების შერჩევა პოზიციების მიხედვით დაიწყო და ეს პროცესი 26 ივნისამდე გაგრძელდება. ახლა მარცხენა ბურჯის ჯერია და ექვს კანდიდატს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” მორაგბე მიხეილ ნარიაშვილიცაა, რომელმაც საუცხოო სეზონი ჩაატარა და რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
ნარიაშვილის კონკურენტები არიან საფრანგეთის ჩემპიონი ჰეინკე ვან დერ მერვე (“სტად ფრანსე”), ვიცე ჩემპიონი ვინსენტ დებატი (“კლერმონი”), ჩემპიონთა თასის გამარჯვებული ხავიერ ჩიოსი (“ტულონი”), ბენ არუსი (“რასინგ მეტრო”) და ენტონი ტიჩიტი (“ოიონაქსი”). ამ დროისთვის გამოკითხვაში 1127 ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა და 31%-ით (344 ხმა) პირველ ადგილზე ტიჩიტია, ხოლო ნარიაშვილი მეორე ადგილზეა (21%, 237 ხმა). მესამე ვან დერ მერვეა (20%, 228).
ხმის მიცემა შესაძლებელია ზემოთ მითითებულ გვერდზე, მარჯვენა ჩამოყოლებაზე.