ფეხბურთი

13:56 | 16.06.2015 | ნანახია 914 - ჯერ

“ტოტენჰემს” ბარტრა უნდა

კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა, მომავალი სეზონიდან შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს.

24 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონის შემადგენლობაში სათანადო სათამაშო დრო არ ჰქონდა, რის გამოც მისი სატრანსფერო ღირებულება ორჯერ შემცირდა - 25 მილიონი ევროდან 12-მდე. ამრიგად, მისი შეძენა ბევრი კლუბისთვის მიმზიდველი ვარიანტი გახდა.

“მარკით ინგლისური და ევროპის სხვა ქვეყნის კლუბები არიან დაინტერესებული. ახლა კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ გუნდების სახელებს. სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 12 მილიონი ევროა და ვნახოთ ვინ გადაწყვეტს ამ თანხის გადახდას”, - თქვა ბარტრას აგენტმა ხავიერ დიასმა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მარკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს “ტოტენჰემი” იჩენს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:16 | 16.06.2015
top4 (3615)

არა რაააა, არ იყიდონ და ტყუილა არ გადაყარონ ეს თანხა...

15:43 | 16.06.2015
top4 (3615)

არა რაააა, არ იყიდონ და ტყუილა არ გადაყარონ ეს თანხა...

16:36 | 16.06.2015
FC Barcelona 2015 (734)

ვინ გყავს ამაზე მაგარი მცველი?

18:44 | 16.06.2015
saba_malisha (185)

ვერტონგენი ამაზე ბევრად მაგარი მცველია, ვოლკერიც

17:17 | 16.06.2015
top4 (3615)

იმედია ხუმრობ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.113385