ჰოლანდიელმა მცველმა ჯონი ჰეიტინგამ მშობლიურ კლუბში, ამსტერდამის “აიაქსში” დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
31 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიურ გრანდში 2008 წლის ზაფხულამდე თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა “ატლეტიკოში”, “ევერტონში” და “ფულჰემში” გააგრძელა. განვლილ სეზონში ის ბუნდესლიგის “ჰერტას” ღირსებას იცავდა და 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
“აიაქსში” ვბრუნდები. დიდი ხანია ამის სურვილი მქონდა, სახლში მინდოდა. ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის გადამწყვეტი და ამიტომ, “აიაქსში” იმაზე ნაკლები ხელფასი მექნება, ვიდრე “ჰერტაში” მქონდა. შემოთავაზებები მქონდა ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან, მაგრამ უარით გავისტუმრე”, - განუცხადა ჰეიტინგამ De Telegraaf-ს.