ამერიკელმა კალათბურთელმა ტრეი ტომპკინსმა, რომელსაც “ნიჟნი ნოვგოროდში” ჩინებული სეზონი ჰქონდა, რუსული კლუბი დატოვა და კონტრაქტი ევროლიგის გამარჯვებულ მადრიდის “რეალთან” გააფორმა.
ამერიკელი ფორვარდი ნოვგოროდელებს გასული სეზონის სტარტზე, ტრავმით გამოწვეული თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ შეუერთდა. ევროლიგაში ტომპკინსის საშუალო მონაგარი 14.5 ქულა და 8.1 მოხსნა იყო, ვთბ-ლიგაში კი ტრეი საშუალოდ 15.8 ქულას და 7.5 მოხსნას აგროვებდა.