რაგბი

13:19 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გააუქმა

თბილისის თასის 2015 წლის გათამაშების მეორე ტურამე 1 დღე რჩება. დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ურუგვაისა და მზარდი ირლანდიის კაპიტნის ვარჯიშები უკვე გაიმართა, 5 საათზე დაგეგმილი საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში კი, გარკვეული მიზეზების გამო, სამწვრთნელო შტაბმა გააუქმა. ბიჭებმა დღეს დილით დახურული ვარჯიში უკვე გამართეს შევარდენის ბაზაზე.

რაც შეეხება მზარდი იტალიის განრიგს, მათი კაპიტნის ვარჯიში ისევ თამაშის დღეს, ხვალ, 17 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში დღეიდან განახლდა. სალაროები იმუშავებს 12:00-დან 19:00 საათამდე.

მატჩებზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს.

ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარი.

0.119562