ლონდონის “არსენალმა” წარადგინა ახალი სათამაშო ფორმა, რომლითაც მომავალ სეზონში საშინაო შეხვედრებს გამართავს.
2015/2016 წლების სეზონის სათამაშო ფორმის კომპლექტის წარდგენა გუშინ საღამოს გაიმართა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, სტადიონ “ემირეიტს” ფეხბურთელები - ტომაშ როსიცკი, ნაჩო მონრეალი, სანტი კასორლა, დანი უელბეკი და ექტორ ბელიერინი ეწვივნენ.
ფორმის ფერები კვლავაც წითელი და თეთრი დარჩა, დიზაინმაკი მცირედი ცვლილებები განიცადა. “არსენალი” PUMA-ს ფირმის ფორმით თამაშობს.