ფეხბურთი

12:44 | 16.06.2015 | ნანახია 349 - ჯერ

პსჟ ობამეიანგით დაინტერესდა

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ფრანგული პსჟ-ს ინტერესთან სფეროში მოექცა.

France Football-ის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ახალი მოთამაშეების ძიებას აგრძელებს, თუმცა ფინანსური ფეირ-პლეის პირობებიდან გამომდინარე პრობლემების გამო, პარიზელები ძვირადღირებული ვარსკვლავების შეძენას ვერ ახერხებენ და უძულებულები არიან შედარებით იაფფასიანი შემსრულებლები შეიძინონ.

ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად კლუბის ხელმძღვანელობა დორტმუნდელ პიერ-ემერიკს მიიჩნევს. 25 წლის გაბონელის ღირებულება 25 მილიონი ევროა და მისი გადახდა პსჟ-ს არ უნდა გაუჭირდეს. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს მისი შეძენა ადრეც სურდათ, მაგრამ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საბოლოოდ ამ ტრანსფერზე უარი თქვა.

ობამეიანგის კარიერა “მილანის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, მაგრამ სახელი საფრანგეთში გაითქვა, სადაც “დიჟონში”, “ლილში”, “მონაკოსა” და “სენტ ეტიენში” თამაშობდა. ამ უკანასკნელ გუნდში ის განსაკუთრებით თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა და 2013 წლიდან “დორტმუნდში” გადავიდა, სადაც სხვადასხვა ტურნირებში ჩატარებულ 95 მატჩში 41 გოლი გაიტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:07 | 07.12.2015
ssll (1520)

ფაშისტები რას არ იკისრებენ...1996-ში მსოფლია მოჭიმეს...:დდდდდდ და 2014-ში ევროპაც მიაყოლეს... გიორგი მელქაძე????ჯიგარი ხარ..:დდდდდდ

10:52 | 07.12.2015
Mr_gr (1404)

ეს გამყიდველი მთელი საუკეთესო წლები დორტმუნდში გაატარა და ეხლა ბაირნის მიეკედლა იმედია წარუმატებელი იქნება.

09:29 | 07.12.2015
BEERTRANCE (97819)

1996 წელს იყო მსოფლიო ჰო? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:03 | 06.12.2015
KONCHESTERI (43)

1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ადმინ არაუშავს ალბად ახალი ხარ

21:38 | 06.12.2015
Levan911 (2406)

ბაიერნს აშკარად უფრო გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, რა ექსპერიმენტების ხასიათზე დადგნენ. ლიოვი აახიონ ნაკრებს. შუსტერი, კლოპი, ტუხელი.

23:35 | 06.12.2015
budachka (43)

კლოპი დორტმუნდში რო არ მომხვდარიყო ბაიერნის ქომაგების 80 % მაინც არ იცოდით ვინ იყო იგივე ტუხელზე და ასე შემდეგ ალბათ ომავალი დორტმუნდის მწვრთნელზეც მასე იტყვით ბაიერნში გვინდაო სანატრელი გაგიხდებათ მალე გუარდიოლა და ნახავთ მერე ...

01:36 | 07.12.2015
Levan911 (2406)

კლოპზე დორტმუნდამდე ბევრად ადრე იცოდა ყველამ)))) ტუხელზეც იგივე)))

0.06905
349