სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მაკედონიურ “შკენდიასთან” 0:1 დამარცხდა.
ორიოდ სიტყვით ქართული კლუბის მეტოქეზე. გასულ ჩემპიონატში “შკენდიამ” 32 მატჩში 59 ქულა მოაგროვა და მე-3 საფეხურს დასჯერდა. ალბანელი ჟეტონ ბექირის მიერ დარიგებული გუნდი ჩემპიონ “ვარდარს” 10 ქულით ჩამორჩა, მეორე ადგილზე კი “რაბოტნიჩკი” გავიდა 66 ქულით.
სლოვენიის ქალაქ როგატეცში გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ლამამ გაიტანა, დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იყო: ბეგაშვილი, ტვილდიანი, ჭელიძე, გველესიანი, გურული, პარუნაშვილი, ჯიღაური, ლობჟანიძე, ჭანტურიშვილი, ქვილითაია, არაბული.
გია გეგუჩაძის შეგირდები მორიგ საკონტროლო მატჩს 19 ივნისს კიდრიჩევოში სლოვენიური “დომჟალეს” წინააღმდეგ გამართავენ.