ფეხბურთი

21:23 | 15.06.2015 | ნანახია 1982 - ჯერ

“ბეტისმა” ვან დერ ვაარტი დაიმატა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა “ბეტისმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი აქტიურად დაიწყო და ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი დაიმატა. შემტევი უკვე ანდალუსიაში იმყოფება, 16 ივნისს კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

32 წლის მოთამაშეს “ჰამბურგთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და “ბეტისს” მიაშურა. ფეხბურთელი აეროპორტში მომავალი გუნდის შარფით გამოჩნდა. ესპანური ფეხბურთი რაფაელისთვის უცხო არ გახლავთ. ჰოლანდიელი ორი სეზონის განმავლობაში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ვან დერ ვაარტმა 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:26 | 17.06.2015
gerard888 (1536)

ბეტისი მევასებოდა ყოველთვის.

12:32 | 16.06.2015
alejandro (44439)

ეს ტრანსფერი დაახლოებით 12-14 დღის წინ იყო დაიასნებული და აქამდე ახლა მოაღწია?

11:46 | 16.06.2015
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ეს კიდე ცოცხალია ?

03:02 | 16.06.2015
maestro10 (13745)

Amasac sheushala xeli travmebma

03:01 | 16.06.2015
maestro10 (13745)

Es galandielebi sul travmianoben...robeni,pampersa,sneideri... Plasmas narevebi arian

01:17 | 16.06.2015
gerard888 (1536)

რაფა რა მაგრად ყომარობდა და ძაან მოუკლო.

00:18 | 16.06.2015
ჯესი (26029)

რა მაგრად მევასება ვან დერ ვაარტი

22:31 | 15.06.2015
Olajuwon (106)

ძაან გამისწორდა

22:22 | 15.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ბეტისი აგარ ხუმრობს

0.138111