31 წლის ესპანელმა შემტევმა ხოსე ანტონიო რეიესმა “სევილიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი შეთანხმების მიხედვით, რეიესი სევილიურ კლუბში კიდევ 2 წლის განმავლობაში ითამაშებს.
ხოსე ანტონიო 2000-04 წლებში “სევილიას” ღირსებას იცავდა, შემდეგ იყო “არსენალი”, “რეალი”, “ატლეტიკო”, “ბენფიკა” და 2012 წლიდან ისევ “დალაქების” რიგებში ირიცხება.
2014-15 წლის სეზონში რეიესმა ყველა ტურნირზე ერთად 37 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.