ჩოგბურთი

14:56 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ბრიტანეთში, ქვაცაბაია – ბელარუსში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ბრიტანული ლაიკლის 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

ოქსანამ კვალიფიკაციის პირველ რაუნდში რუმინელი მიჰაელა ბუზარნესკუ 6:4, 6:4 დაამარცხა, თუმცა, მე-7 ნომრად განთესილ იუნრი ნამიგატას ვეღარ გაუმკლავდა – 2:6, 3:6. მოსალოდნელია, რომ კალაშნიკოვა ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს, სადაც წილისყრის შედეგები ჯერ ცნობილი არაა.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრადა განთესილი სოფო ქვაცაბაია.

ქართველი ჩოგბურთელი საწყის წრეში ისვენებდა, შემდეგ კი უკრაინელ კატია მალიკოვას 6:4, 6:1 სძლია და თუკი კიდევ ერთ შეხვედრას მოიგებს, ძირითად ბადეშიც გააღწევს.

წყვილებში ქვაცაბაია და უკრაინელი სოფია კოვალეცი “უაილდ ქარდის” მქონე ბელარუსებს – გრიბს და შიტკუსკაიას ეთამაშებიან.

0.135582