გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. “გოლდენ სტეიტმა” საშინაო არენაზე “კლივლენდი” 104:91 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 31:24 მოიგეს.
“ოქროს” შტატელებს” 37 ქულით, 7 მოხსნით და 4 პასით სტეფ კარიმ ულიდერა. “კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 40 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი. “მეფემ” 8-დან 3 სამქულიანი, 26-დან 12 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
აშკარაა, რომ ლებრონ ჯეიმსი თავის შესაძლებლობის მაქსიმუმ აკეთებს, მაგრამ “კლივლენდს” გუნდის ორი ლიდერი კაირი ირვინგი და კევინ ლავი აკლია. ვერც ჯეიარ სმიტმა, ვერც შამპერტმა და ვერცერთმა სხვა კალათბურთელმა ლავის და ირვინგის ჩანაცვლება ვერ მოახერხეს. სუპერფინალში “მეომრებს” ტრავმების მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.
სერიის მეექვსე შეხვედრა 17 ივნისს კლივლენდში გაიმართება. თუ “გოლდენ სტეიტი” მოიგებს კლუბი ჩემპიონი გახდება, თუ “კავალერიამ” მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაშინ ბოლო გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა ოკლენდში გაიმართება.
“გოლდენ სტეიტ უორიორსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 104:91 (22:22, 29:28, 22:17, 31:24)
“გოლდენ სტეიტი”: კარი (37 ქ. 7 მ. 4 პ.), გრინი (16 ქ. 9 მ. 5 პ), იგუადალა (14 ქ. 8 მ. 7 პ.), ბარბოსა (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ.), ბარნსი (8 ქ. 10 მ.), ლი (2 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (40 ქ. 14 მ. 11 პ.), ტომპსონი (19 ქ. 10 მ.), სმიტი (14 ქ. 7 მ.), შამპერტი (10 ქ.), დელავედოვა (5 ქ.), მილერი (3 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=hyiYyiV39BA
სერიაში ანგარიში 3:2