კალათბურთი

23:51 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ილიასოვას ნაკრებისთვის აღარ სცალია

თურქეთის საკალათბურთო ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე, შესაძლოა, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩეს. საუბარია ერსან ილიასოვაზე, რომელიც მცირე ხნის წინ “მილუოკი ბაქსიდან” ”დეტროიტ პისტონზში” გაუშვეს.

ილიასოვას გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ აღნიშნული ტრანსფერია. “თურქეთის ნაკრების დახმარებას ნამდვილად ვაპირებდი, თუმცა, მომხდარი ცვლილების კვალად, კარგად დაფიქრება მმართებს. საუბარია გუნდის და ქალაქის გამოცვლაზე, რაც იოლი პროცესი ნამდვილად არაა. პასუხისთვის გარკვეული პერიოდი მჭირდება”, - აღნიშნა ერსანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საკალათბუთო ნაკრები ევრობასკეტ-2015-ზე ურთულეს B ჯგუფში მოხვდა და მასპინძელი გერმანიის გარდა, თამაში ესპანეთთან, სერბეთთან, იტალიასთან და ისლანდიასთან მოუწევს.

0.125589