საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საწვრთნელი შეკრების ფარგლებში პოლონელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
თბილისში, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, რაფაელ იანასის გუნდმა ორივე ტაიმი 1:0 მოიგო და გოლის გაშვების გარეშე დაასრულა მატჩი.
ფიზიკური კონდიციების მხრივ პოლონელები მეტოქეზე უკეთ იყვნენ მომზადებულნი, ვასილ მაისურაძის მოთამაშეები კი ტექნიკის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, თუმცა მასპინძლებს უჭირდათ გააზრებული შეტევების განხორციელება.
21-ე წუთზე ანგარიში კაროლ სვიდერსკიმ გახსნა. ქართველმა მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს, რასაც “იაგიელონიას” მოთამაშეს გოლი მოჰყვა. სვიდერსკიმ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და ქურდაძეს ოდნავ მახვილი კუთხიდან გაუტანა.
ალბათ ხაზგასასმელია, რომ 18 წლის კაროლ სვიდერსკი “იაგიელონიაში” ნიკა ძალამიძის თანაკლუბელია და პოლონურ ექსტრაკლასში სადებიუტო გოლი გასულ თვეში გაიტანა.
მან დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა, თუმცა გოლებს შორის იყო საპასუხო შეტევები.
საქართველოს ნაკრების შეტევისას გუნდის კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა ქუსლით ორიგინალური პასი გაუკეთა გიორგი ბერიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მის დარტყმული მეკარემ ფეხით მოიგერია.
გიორგი ბერიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულ “ლილში” სინჯებზე იმყოფებოდა, მატჩის მიმდინარეობისას ახერხებდა შეტევების გამწვავებას, თუმცა ხან პას აგვიანებდა, ხან სიზუსტე აკლდებოდა, ხანაც ბურთს დიდხანს ათრევდა და შეტევის მიმართულებას ანელებდა.
რამდენიმე წუთში გოშთელიანმა კვლავ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება და ქუსლით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ბექა მიქელთაძე. პოლონელმა მეკარემ მიქელთაძის დარტყმაც მოიგერია და ვითარება განიმუხტა.
მეორე ტაიმში მაისურაძის გუნდი ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა 68-ე წუთზე სვიდერსკიმ დუბლი შეასრულა. შეხვედრაც ესე მორჩა. მეორე ნახევარში კი ქართველებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონელებთან დამარცხდა, დღეს კი 19-წლამდელები თანატოლებთან დამარცხდნენ. მართალია დღევანდელი მატჩი ამხანაგური იყო, თუმცა ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებიდან გამომდინარე ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრებების წარუმატებლობა ლოგიკურია.
შეგახსენებთ 16 ივნისს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება პოლონელებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – პოლონეთი 0:2 (0:1)
14 ივნისი, თბილისი, “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი”
საქართველო: ქურდაძე, თვარაძე (კიკნაძე 46), კამლაძე, მამუჩიშვილი, ნემსაძე, კომახიძე, ბაშელეიშვილი, ალთუნაშვილი (ღვინაშვილი 46), გოშთელიანი (კაპიტანი), ბერიძე (გვარაძე 75)
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
პოლონეთი: ფრაცლაკი, სპიშალი (კვასნევსკი 65), კრუსცელი, ბორეცკი, ვოზაკი (ზმიჟნიევსკი 65), პურზისკი (კაპიტანი), ბარტკოვიაკი, რიზკოვსკი, სვიდერსკი, კენზია, სკოვრონი
მთავარი მწვრთნელი: რაფალ იანასი
გოლები: 0:1, 0:2 სვიდერსკი (21, 68)
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (საქართველო)
გაფრთხილება: კრუსცელი (43)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
გილოცავთ, ყველას გიორგობას, წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს თქვენ ოჯახებს და სრულიად საქართველოს ! ! !
ადმინ, იქნებ თქვენც აგეღოთ ინტერვიუ პარლამენტარ დათო ლორთქიფანიძისგან.
0?'>http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/71747-parlamentaris-azrith-qecbaias-sitcinava-da-misi-gundic-unda-mihyvnen.html?add=1#comments':'>http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/71747-parlamentaris-azrith-qecbaias-sitcinava-da-misi-gundic-unda-mihyvnen.html?add=1#comments'))
მე ვეზირნო,არაფრის იმედი არ მაქვს და თქვენ გაგიმარჯოს ღმერთმა,რაც ტავი მახსოვს არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია საქართველოს ნაკრების,იმედი საბოლოოდ პოლონეთთან გამიცრუვდა,უიმედოდ ვარ
stripslashes((strlen('http://www.kvirispalitra.ge/sport/23410-qthemurs-sheedzlo-gacilebith-adre-elaparaka-am-yvelaferzeq.html')>0?'http://www.kvirispalitra.ge/sport/23410-qthemurs-sheedzlo-gacilebith-adre-elaparaka-am-yvelaferzeq.html':'http://www.kvirispalitra.ge/sport/23410-qthemurs-sheedzlo-gacilebith-adre-elaparaka-am-yvelaferzeq.html'))
სულ მაინტერესებდა ქეცბაიას დარიგება მატჩის წინ და ამ აბზაცში ამოვიკითხე, მჭედლიძის სიტყვებში
მთავარია, პროფესიონალი იყოს, თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობებიც რომ ეცოდინება და მეტოქის თამაშსაც გაშიფრავს, ფეხბურთელებს კონკრეტულ დავალებას მისცემს... ნაკრების ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რა ევალება, თავისთვის კი არა, თანაგუნდელებისა და ნაკრებისთვის უნდა თამაშობდეს და რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს! არათუ უგუნდოდ, პრაქტიკის გარეშეც რომ ვიყო და ნაკრებში გამომიძახონ, ჩამოსვლაზე უარს ვიტყვი! მხოლოდ ერთი კვირა გამიცდა და მაინც ვერ გავრისკე ნაკრებში წამოსვლა. განა იმიტომ, რომ არ მინდოდა? "პალერმოდან" წამოსვლის შემდეგ, ცხრა თვე უგუნდოდ ვიყავი და იმ პერიოდში არც ერთ ასაკობრივ გუნდში არ ჩამოვსულვარ...
- კარგი იქნება, ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს...
- 24 წლის ვარ და ოფიციალურად, 21 სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით მითამაშია! ასე რომ, გამოუცდელობას ვერ დამწამებთ (იცინის). მაგალითად, "ემპოლიში" ყველამ იცის, რომ მწვრთნელის სიტყვა კანონია! ნაკრებში ჩასულს ის კი არ უნდა მითხრან, ბოლომდე დაიხარჯეო, ეს ისედაც ვიცი და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები! მინდა, მოწინააღმდეგე გუნდი გამიშიფრონ, კონკრეტული დავალება მომცენ!
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/71950-kakha-ckhadadze-thanakhmaa-saqarthvelos-nakrebshi-ukhelfasod-imushaos.html')>0?'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/71950-kakha-ckhadadze-thanakhmaa-saqarthvelos-nakrebshi-ukhelfasod-imushaos.html':'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/71950-kakha-ckhadadze-thanakhmaa-saqarthvelos-nakrebshi-ukhelfasod-imushaos.html'))
მოაზროვნე მწვრთნელი გვჭირდება და არა ისეთი დაიბიომატების მეტი რო არაფერი იცის
ცხადაძე თანაახმა მომავალ ორ შეხვედრაში უხელფასოთ გაუძღვეს ეროვნულ ნაკრებს.
მომავალ სანაკრებო შეკრებაზე ახალმა მწვრთნელმა ყენია უნდა გამოიძახოს ანანიძის ნაცვლად, დროა ჯანომ იგრძნოს და დაფიქრდეს რო არ დგას სწორ საფეხბურთო გზაზე. ვერავინ დამაჯერებს რო ნაკრებს რომელსაც ყავს: ჭანტურია-ოქრიაშვილი-ძალამიძე-ყენია-ვაწაძე-მჭედლიძე და მათნაირი ახალგაზრდა შემტევები, შეტევა არ შეუძლია და 6 მცველით უნდა ითამაშოს.
რა ყენია
ფეხბურთი არ უთამაშია 4 წელია
ეს იმათ გასაგონად ვისაც ტლოპანა მაგარი ტრენერი გონია:
მჭედლიძე: "მაგალითად, "ემპოლიში" ყველამ იცის, რომ მწვრთნელის სიტყვა კანონია! ნაკრებში ჩასულს ის კი არ უნდა მითხრან, ბოლომდე დაიხარჯეო, ეს ისედაც ვიცი და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები! მინდა, მოწინააღმდეგე გუნდი გამიშიფრონ, კონკრეტული დავალება მომცენ!"
ბევრი იშრომა ოქრიაშვილმა.ტრამვა კიარა ძაან დაიგალა და მოიმიზეზა,ბოლოს ვეღარც დარბოდა
სტატიაში ჩამოთვლილი ფეხბურთელები არიან ნაკრების იმედი, ახლა მთავარია ყველამ ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი და 90 წუთი ითამაშონ სტაბილურად. ნაკრებსაც ეშველება.
ოქრი აზრზე მოდი ბიჭო.... აღარ მიქარო
მიდი ყენოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!
ბიჭებო მის მსოფლიოზე ჩემი მეგობარი მონაწილეობს, მის საქართველო ანა , და გთხოვთ მიცეთ ხმა, თან გოგოებსაც დაათვალიერებთ
მე 7 გვერდზეა ამ წუთისთვის ))
ლინკიც დადე
ოქრი კარგი იყო დეს, ზარანდიას დებიუტს ველოდებოდი და ბოლოს ოქრიც გავიდა
ოქრი ძალიან კარგი იყო მოედანზე - პასები, დრიბლინგი... ერთ-ერთი საუკეთესო(თუ საუკეთესო არა) იყო. კომენტატორსაც სულ მაგის გვარი ეკერა პირზე
)))
ისევ არ აუვარდეს თავში მოიცა DDDDDDDDD
ზარანდიას როდის ათამაშებს ეს ცივსისხლიანი მაკლიში ხზ
ოქრის ტრავმა სერიოზულია თუ იცით??
იმედია არა.
არა მგონია