ფეხბურთი

21:36 | 14.06.2015 | ნანახია 1559 - ჯერ

“არსენალი” ბენდერს აკვირდება

ლონდონის “არსენალი” გერმანული “ლევერკუზენის” ჩამშლელ ნახევარმცველს ლარს ბენდერს აკვირდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

არსენ ვენგერს დაცვითი სტილის ნახევარმცველის შეძენა სურს და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გერმანელს განიხილავს. აღნიშნული წყაროს ცნობით, ლონდონელები მზად არიან ბენდერში 25 მილიონი ევრო გაიღონ.

26 წლის ფეხბურთელმა განვლილ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მას “ლევერკუზენთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065981
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1559