გერმანიის ქალაქ შტუტგარტში “Stuttgart Open”-ის ტურნირის ფინალში დიდი სლემის 14-გზის გამარჯვებული, ესპანელი რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერს ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ესპანელმა 7:3 მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში რაფაელმა ერთი ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ 7:6, 6:3 იმარჯვა. შეხვედრამ საათსა და 28 წამს გასტანა. ნადალმა 11 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ტროიცკის 8 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ნადალმა შტუტგარტის ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო. მალიორკელმა ერთეულთა თანრიგში კარიერაში 66-ე ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით ნადალმა რეიტინგში 250 ქულა დაიმსახურა.
ტროიცკი – ნადალის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: