პანტიანში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული იტალიელი მარკო ბორტოლოტი გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ კაიო სილვას 7:5, 7:5 სძლია.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მე-5 ნომრად განთესილ გიორგი ცივაძეს 7:5, 6:2 სძლია.
ტურნირის ძირითად ბადეში კიდევ 5 ქართველი ჩოგბურთელი – შოთა მეფარიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში და ირაკლი მეტრეველი თამაშობდა, თუმცა, ნახევარფინალამდე მისვლა ვერცერთმა მოხერხა.