პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საქართველოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად 3 წუთი და 59 წამი დასჭირდა. რობერტმა გოლები 89-ე, 92-ე და 93-ე წუთებზე გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი სწრაფი ჰეთთრიკი თურქმა მოთამაშე არიფ ერდემმა 1999 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში სამ წუთში შეასრულა.
აღნიშნული ჰეთ-თრიკით ლევანდოვსკის ერონულ ნაკრებში ბომბარდირთა სიაში ზბიგნევ ბონიეკს (24 გოლი) ორი გოლით გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.