ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი ნახევარმცველის ანხელ დი მარიას მიმართ დაინტერესებას მიუნხენის “ბაიერნი” იჩენს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემის “ბილდის” ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” ტექნიკური დირექტორი მიხაელ რესჩკე ჩილეში გაფრინდა, სადაც ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს. გერმანული მედიის ცნობით, “ბაიერნი” ინგლისურ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც 15 მილიონით ნაკლების იმ თანხასთან, რა ფასადაც იგი ერთი წლის წინ მადრიდის “რეალიდან” შეიძინეს.
27 წლის შემტევმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.