ფეხბურთი

20:01 | 13.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მანჩინი ჩიჩარიტოთი დაინტერესდა

როგორც Gazetta dello Sport იუწყება, მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ჩიჩარიტოთი დაინტერესდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანური კლუბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა 27 წლის ფორვარდის შეძენაა.

მექსიკელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაა, გასული სეზონში კი განათხოვრების წესით მადრიდის “რეალში” ითამაშა. მან ლა ლიგის 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მექსიკის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

თეგებიჩიჩარიტო

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:01 | 08.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჟარდიმი ჭკვიანი მწვრთნელია ემერის ნაღდად ჯობია მთელი მონაკო იყიდა არაბმა

0.066501