ფეხბურთი

18:53 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი – ლონდონიდან ლონდონში...

ლონდონის “ჩელსის” 33 წლის მეკარე პეტერ ჩეხი თანაქალაქელ “არსენალში” გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება. ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, “არისტოკრატთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს ვეტერანი კიპერის “პარი სენ ჟერმენში” გაშვება უნდოდა, თუმცა თავად ჩეხს ლონდონში დარჩენა სურს, რადგან თავისი ოჯახისთვის გარემოს შეცვლა არ უნდა. ამავე გამოცემის ცნობით, არსენ ვენგერის გუნდი თანაქალაქელებს 15 მილიონ ევროს გადაურიცხავს, ხოლო ტრანსფერი მომდევნო კვირაში გაოფიციალურდება.

პეტერ ჩეხი “ჩელსის” ღირსებას 2004 წლიდან მოყოლებული იცავს, როდესაც “სტემფორდ ბრიჯს” ფრანგული “რენიდან” მიაშურა. თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი მას ბელგიელმა ტიბო კურტუამ წაართვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150791