პარასკევს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. ხორვატია შინ იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუზავდა - 1:1. მატჩის შემდგომ 36 წლის ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა.
“რთული მატჩი გამოვიდა. მაგრამ შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ჩემი კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს, მე ჭორები არ მაინტერესებს. მზად ვარ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო”- 36 წლის პირლოს სიტყვებს Football-italia ციტირებს.
ხორვატია 14 ქულით H ჯგუფს ლიდერობს. მეორე ადგილს 12 ქულით იტალია იკავებს.